თავში

თალიბებმა ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე მთავარი გადასასვლელი აიღეს

​თალიბებმა ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე მთავარი გადასასვლელი აიღეს
თალიბებმა ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე მთავარი გადასასვლელი აიღეს

რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" წევრებმა ქუნდუზის პროვინციაში ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე მთავარი სასაზღვრო გადასასვლელი აიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს.

ინფორმაციას "თალიბანის" წარმომადგენელიც ადასტურებს. გავრცელებული ცნობით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ზოგიერთმა წევრმა დატოვა პოსტი და საზღვრის გადაღმა გაიქცა.

ამასთან ცნობილი ხდება, რომ თალიბებმა ავღანეთში ათობით რაიონი აიღეს. გაერო-ს მონაცემებით, თალიბებმა, მაისის შემდეგ, ავღანეთის 370 რაონიდან 50-ზე მეტი აიღეს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირაში ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრს სახლზე დაყრდნობით ამერიკული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აშშ-ის ლიდერი ავღანეთს დიპლომატიურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას შესთავაზებს, რომ ქვეყანა რადიკალური სამხედრო ჯგუფების თავშესაფრად არ იქცეს.

ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გასვლის პარალელურად, ქვეყანაში ძალადობა სულ უფრო მასშტაბური ხდება.

კოალიციურმა ძალებმა ავღანეთი საბოლოოდ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს უნდა დატოვონ.

ეს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ-სა და ავღანეთის პრეზიდენტებს შორის გამართული პირველი შეხვედრა იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system