თავში

თალიბებმა ირანში ავღანეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს

ტალიბები ირანში
თალიბებმა ირანში ავღანეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს

თალიბების დელეგაცია ირანში იმყოფება. თალიბანის ავღანელი სამხედრო ლიდერი მულა აბდულ განი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯავად ზაფირს შეხვდა. მხარეებმა ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ირანის ჩართულობის საკითხი განიხილეს.

18 წლიანი ომის მშვიდობიანად დასრულების თაობაზე გზების ძიება სექტემბრიდან მიმდინარეობს. სექტემბერში თალიბებთან მოლაპარაკებები აშშ-ის წარმომადგენლებმა გამართეს. შემდეგ შეხვედრები რუსეთში, ჩინეთსა და პაკსიტანში გაიმართა. გასულ კვირაში თალიბებმა 2016 წელს მძევლად აყვანილი ორი უცხოელი პროფესორი სამ თალიბ მაღალჩინოსანში გაცვალეს. მხარეები ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი, ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბებს შორის, ომის დასრულებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების განახლებას შეუწყობს ხელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system