თავში

თალიბებმა ქალთა უფლებების შესახებ სპეციალური განკარგულება გამოსცეს

​თალიბებმა ქალთა უფლებების შესახებ სპეციალური განკარგულება გამოსცეს
თალიბებმა ქალთა უფლებების შესახებ სპეციალური განკარგულება გამოსცეს

მოძრაობა "თალიბანის" უზენაესმა ლიდერმა, ჰაიბათულა აჰუნძადამ ქალთა უფლებების შესახებ სპეციალური განკარგულება გამოსცა. ამის შესახებ მოძრაობის წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.

განკარგულების ტექსტი მოძრაობის მიერ კონტროლირებად ინტერნეტ რესურსებზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოძრაობის ხელმძღვანელობა ყველა შესაბამის თანამდებობის პირს, რელიგიურ მეცნიერსა და ტომის უხუცესებს ავაებს, გადადგას სერიოზული ნაბიჯები ქალების შემდეგი უფლებების რეალიზებისთვის: ქორწინება მოითხოვს ზრდასრული ქალის თანხმობას, ვერავინ აიძულებს ქალს დაქორწინებას.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, "ქალი სიმდიდრე კი არ არის, არამედ კეთილშობილი და თავისუფალი ადამიანია“, ვერავინ შეძლებს, ის ვინმეს მისცეს რაიმე სარგებლის სანაცვლოდ.

"ქმრის გარდაცვალების შემდეგ, შარიათის იდდას ვადის გასვლის შემდეგ (ოთხი თვე და ათი ღამე ან ორსულობა), ქვრივის იძულებით დაქორწინება არ შეიძლება“, - ხაზგასმულია ბრძანებულებაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვრივ ქალს აქვს უფლება, მიიღოს მზითევი ახალი ქმრისგან.

"ქალს აქვს უფლება, მიიღოს სამკვიდრო ფიქსირებული წილი ქმრის, შვილების, მამისა და სხვა ნათესავების ქონებაში. ამ უფლებას მას ვერავინ წაართმევს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ ყველა, ვინც რამდენიმე ქორწინებაში იმყოფება, ვალდებულია ყველა ქალს უფლებები შარიათის შესაბამისად მიანიჭოს და მათ შორის ურთიერთობებში სამართლიანობა დაიცვას.

ჰაჯისა და რელიგიის საკითხთა სამინისტროს ევალება, წაახალისოს მეცნიერებისა და მქადაგებლების საუბრები იმის შესახებ, რომ ქალების ჩაგვრა და მათი უფლებების უარყოფა ალაჰის რისხვას გამოიწვევს.

ინფორმაციისა და კულტურის სამინისტროს ევალება, მუდმივად გაავრცელოს ქალთა უფლებებთან დაკავშირებული სასარგებლო მასალები, წერილობით და აუდიო ფორმატში, საკუთარი საშუალებების გამოყენებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system