თავში

თალიბებმა მრავალშვილიანი დედა წამებით მოკლეს

თალიბებმა მრავალშვილიანი დედა წამებით მოკლეს
თალიბებმა მრავალშვილიანი დედა წამებით მოკლეს

რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" წევრებმა 4 შვილის დედა მოკლეს. ისინი ქალს საჭმლის მომზადებას აიძულებდნენ, ის კი ბრძანებას ვერ ასრულებდა, რადგან ფული არ ჰქონდა. ამის შესახებ მოკლულის შვილზე დაყრდნობით CNN წერს.

ერთ-ერთი შვილის თქმით, თალიბები დედამისთან სამჯერ მივიდნენ და 15 მებრძოლის გამოკვებას ითხოვდნენ. ქალი ცდილობდა აეხსნა მათთვის, რომ საამისოდ არც ფული გქონდა, არც საშუალება. ამასთან, მან იცოდა, რომ თალიბები ასე ადვილად არ დაანებებდნენ თავს.

როდესაც დაჯგუფება ქალთან მეოთხედ შევარდა, ის იატაკზე დააგდეს და შვილების თვალწინ უმოწყალოდ სცემდნენ.

"დედამ გონება დაკარგა, ისინი კი "კალაშნიკოვების" ავტომატებით ურტყამდნენ", - ამბობს შვილი.

ამ საზარელ მომენტში ქალის შვილი თალიბებს სთხოვდა, გაჩერებულიყვნენ. შემდეგ, როდესაც ცემა დაასრულეს, გვერდით ოთახში ხელყუმბარა შეაგდეს და გაიქცნენ. 4 შვილის დედა მიყენებული ტრავმებით ადგილზე გარდაიცვალა.

ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ცოტა ხნის წინ ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. აშშ-ის სამხედროებმა, რომლებიც ქვეყნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის დროს წესრიგს უზრუნველყოფდნენ, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს.

ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტმა სამოქალაქო ფრენები შეაჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system