თავში

თამაში Cyberpunk 2077 აპრილში აღარ გამოვა

თამაში Cyberpunk 2077
თამაში Cyberpunk 2077 აპრილში აღარ გამოვა

პოლონურმა სტუდიამ CD Projekt Red–მა თამაშის Cyberpunk 2077 გამოშვების თარიღი ხუთი თვით გადადო და 16 აპრილის ნაცვლად 17 სექტემბერს გადაიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ საკუთარი "ტვიტერის" ბლოგზე გამოაქვეყნა. თამაშში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, როკ გიტარისტი Johnny Silverhand-ია, რომელსაც ერთი ხელი კიბერნეტიკული აქვს და მის როლს კიანუ რივზი ასრულებს. თამაშის საუნდთრექი პოპულარულმა ამერიკელმა რეპერმა A$AP Rocky-მ შექმნა. 

ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ თამაში მზად არის და თამაშიც შეიძლება, მაგრამ რამდენიმე დეტალი უნდა დასრულდეს. ღამის ქალაქი უზარმაზარია - ის სავსეა მოთხრობებით, შინაარსით და ადგილმდებარეობებით. ამ მასშტაბის და სირთულის გამო, მეტი დრო გვჭირდება ტესტირებისა და პრობლემების გადასაჭრელად. გვინდა, რომ Cyberpunk 2077  ჩვენი საქმიანობის გვირგვინი გახდეს. გადავადება კი იმ ძვირფას თვეებს მოგვცემს, რომლებიც თამაშის სრულყოფისთვისაა საჭირო”, - ნათქვამია შეტყობინებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system