
ტანზანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ახალი დაუდგენელი დაავადება დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ВВС Africa ავრცელებს.
დაავადებამ უკვე 15 ადამიანი იმსხვერპლა, 50-ზე მეტი საავადმყოფოშია.
ქვეყნის ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, ჩუნიას რაიონში ამ დაავადებით ადამიანების სასტიკ წამებაში კვდებიან. პაციენტებს სისხლით ღებინება აღენიშნებათ, ზოგი რამდენიმე საათში კვდება.
ტანზანიის ჯანდაცვის სამინისტრომ ადგილზე ექსპერტების ჯგუფი გაგზავნა. მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.