თავში

თავდამსხმელებმა მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცეს

​თავდამსხმელებმა მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცეს
თავდამსხმელებმა მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცეს

ინდოეთში, ფინანსური კომპანიის წარმომადგენლებმა მადჰია პრადეშის შტატში, პანას მიმართულებით მიმავალი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს. ამის შესახებ HindusTimes-ი წერს.

თავდამსხმელებმა ავტობუსი, რომელშიც 34 მგზავრი იჯდა, აგრაში გააჩერეს. მძღოლი, თანაშემწე და კონდუქტორი მსუბუქ მანქანაში გადასვეს, უბერპურის მიმართულებით წაიყვანეს და იქ დატოვეს. მანამდე კი მათ პირადი ტელეფონები და ფული დაუბრუნეს, თუმცა არ დაუბრუნეს ფული, რომლიც მგზავრებს ბილეთში ჰქონდათ გადახდილი.

მგზავრებით სავსე ავტობუსი თავდამსხმელებმა პანას ნაცვლად, ჯანსის მიმართულებით წაიყვანეს. ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მგზავრებს საკვებიც შესთავაზეს. მიუხედავად ამისა, მომხდარს პანიკა მოჰყვა.

მოგვიანებით მგზავრებით სავსე ავტობუსი ჯანსის ტერიტორიაზე იპოვეს და მათ დანიშნულების ადგილამდე ალტერნატიული ტრანსპორტი შესთავაზეს.

ავტობუსი ეკუთვნოდა ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელს, რომელიც შემთხვევამდე ერთი დღით ადრე კორონავირუსით გარდაიცვალა.

მიმდინარეობს გამოძიება. ტურისტული კომპანიისა და ფინანსური კომპანიის თანამშრომლების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system