თავში

თავდასხმას 7 ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა

​თავდასხმას 7 ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა
თავდასხმას 7 ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა

უსაფრთხოების სამსახურის სულ მცირე 7 წარმომადგენელი დაიღუპა ავღანეთში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმისას. მომხდარში ხელისუფლება „თალიბებს“ ადანაშაულებს. ეს პირველი სისხლიანი შეტევაა ბაირამის დღესასწაულზე სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.

თავდასხმა ქაბულიდან ჩრდილოეთით, ფარვანის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, „თალიბებმა“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ცეცხლი წაუკიდეს. 5 სამხედრო ხანძრის შედეგად დაიღუპა, ორი კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შეტაკებისას დაიღუპნენ თავდამსხმელებიც.

მომხდართან დაკავშირებით „თალიბებს“ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ.

ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით „თალიბებმა“ მოულოდნელად სამდღიანი სამშვიდობო მორატორიუმი გამოაცხადეს. ამის პასუხად ხელისუფებამ ასობით თალიბი ტყე გაათავისუფლა. იმდენივე ტყვის გათავისუფლება იგეგმება ამ დღეებში. თავის მხრივ "თალიბებმაც" განაცხადეს ტყვეების გათავისუფლების შესახებ. შეიარაღებული დაჯგუფების ამ გადაწყვეტილებამ ავღანეთის ხელისუფლებას სამშვიდობო დიალოგის იმედი გაუჩინა.

ტყვეების გათავისუფლება აშშ-სა და "თალიბებს" შორის სამშვიდობო შეთანხმების ნაწილია, რომლის მიზანი შიდაავღანური დიალოგის დაწყება და ხანგრძლივი ომის დასრულებაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system