თავში

თეირანი ბირთვული შეთანხმების დავების მექანიზმის ამოქმედებას ეხმაურება

​თეირანი ბირთვული შეთანხმების
თეირანი ბირთვული შეთანხმების დავების მექანიზმის ამოქმედებას ეხმაურება

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის გადაწყვეტილებას ირანის ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული დავების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ირანი ეხმაურება. თეირანის განცხადებით, ის მიესალმება ნებისმიერ კონსტრუქციულ ნაბიჯს ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმების გადასარჩენად. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ განაცხადა. მუსავის თქმით, ირანი მზადაა ნებისმიერი პოზიტიური პირობების მისაღებად, მაგრამ, თუ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია დაარღვევენ შეთანხმებას, ირანს სერიოზული რეაქცია ექნება.

დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა, ირანის ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული დავების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საერთო განცხადება გუშინ გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system