თავში

თეირანი მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილე მეგობარ ქვეყნებსაც არ დაინდობს

​თეირანი მის წინააღმდეგ შეთქმულებაში
თეირანი მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილე მეგობარ ქვეყნებსაც არ დაინდობს

ირანის საგარეო საქმეთა სამინიტროს ოფიციალური წარმომადგენლის, სეიდ აბას მუსავის განცხადებით, ირანის სამიზნე იქნება ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის მეგობარი ერაყიც, იმ შემთხვევაში, თუ ის თეირანის წინააღმდეგ შეთქმულებაში, ან მასზე თავდასხმაში მიიღებს მონაწილეობას.

მუსავიმ ეს განცხადება ორშაბათის პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ერაყში, აშშ-ის ბაზაზე, თეირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო შეტევასთან დაკავშირებით, ბაღდადის პრეტენზიაზე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. ოფიციალურმა ბაღდადმა ირანის ამ ქმედებას ერაყის სუვერენიტეტის დარღვევა უწოდა.

მუსავის განცხადებით, თეირანმა ბაღდადს წინასწარ შეატყობინა, რომ გენერალ სულეიმანის მკვლელობას ის შეტევით უპასუხებდა და ერაყმა უნდა დაასაბუთოს მისი პრეტენზიები.

ჩვენ ადრევე განვაცხადეთ, რომ მიზანში ამოვიღებთ ნებისმიერ ადგილს, რომელიც გამოყენებული იქნება ირანის წინააღმდეგ შეთქმულებაში“, - განაცხადა მუსავიმ და ხაზი გაუსვა, რომ, „აინ ასადის“ სამხედრო ბაზა ერაყში, გენერალ სულეიმანიზე თავდასხმის ორგანიზებისთვის იყო გამოყენებული.

აბას მუსავიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი 2015 წლის, საეტაპო მნიშვნელობის ბირთვული ხელშეკრულების კვლავაც ერთგულია, მასში გათვალისწინებული ზოგიერთი შეზღუდვის დარღვევის მიუხედავად, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აბას მუსავიმ, თეირანში, 20 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

თეირანი კვლავაც შეთანხმებაში რჩება... ევროპული ქვეყნების განცხადებები, რომ ირანი შეთანხმებას არღვევს, საფუძველს მოკლებულია“, - განაცხადა მუსავიმ.

ვაშინგტონთან და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ევროპასთან შექმნილი კრიზისის ფონზე, ირანი არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ირანის საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ქვეყნის მთავარმა დიპლომატმა ჯავად ზარიფმა შვეიცარიაში ვიზიტი გააუქმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system