თავში

თეირანი-სტამბოლის რეისის მგზავრებს კორონავირუსი არ აქვთ - განახლებულია

თეირანი-სტამბოლის რეისის მგზავრებს კორონავირუსი არ აქვთ
თეირანი-სტამბოლის რეისის მგზავრებს კორონავირუსი არ აქვთ - განახლებულია

თეირანი-სტამბოლის რეისის მგზავრებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

"მას შემდეგ, რაც ამ თვითმფრინავის მგზავრთა ნაწილი ქალაქი ყუმში იმყოფებოდა, რამდენიმე მგზავრს გაციების ნიშნები გამოუვლინდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავი ანკარაში დაჯდეს. ყველა პაციენტი ქალაქის საავადმყოფოში კარანტინში იყო მოთავსებული. 140-ვე პაციენტს მაღალი სიცხე არ აქვს, მათ ანალიზები აუღეს. პირველადი შედეგების მიხედვით, არც ერთ მგზავრს კორონავირუსი არ აქვს", - განაცხადა ფაჰრეტინ კოჯამ.

მისი თქმით, კვლევის საბოლოო შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება. 

14:28

ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ანკარაში საგანგებოდ დაეშვა. 

საჰაერო ხომალდი თეირანიდან სტამბოლში მიფრინავდა.

გამოცემა Hurriyet წერს, რომ ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება. 

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მედია დამატებითი ინფორმაციის დადგენას ცდილობს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, თვითმფინავი თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით დაეშვა. 

ამჟამად  თვითმფრინავი აეროპორტის ტარიტორიაზე საკარანტინო ზონაშია მოთავსებული. 

ბორტზე 132 მგზავრი იმყოფება. ექიმები მათ სიცხეს უზომავენ და სხვა სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system