თავში

თეირანში აფეთქება მოხდა - VIDEO - განახლებულია

თეირანში აფეთქება მოხდა - VIDEO
თეირანში აფეთქება მოხდა - VIDEO - განახლებულია

ირანის დედაქალაქში, სამედიცინო დაწესებულებაში აფეთქების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. არიან დაშავებულები.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ირაჯ ჰარირჩის განცხადებით, ინციდენტის დროს შენობაში 25 ადამიანი იმყოფებოდა. უბედური შემთხვევის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. წინასწარი ინფორმაციით ჟანგბადის ბალონები აფეთქდა და ცეცხლი მთელ შენობაზე გავრცელდა.

მაშველები ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ. აფეთქების შედეგად სერიოზულად დაზიანდა კლინიკაც.

დაღუპულთა უმეტესობა ქალია. გარდაცვლილებს შორის არიან საოპერაციო განყოფილებაში მყოფი პაციენტები.

 

--

22.58

თეირანის ჩრდილოეთ ნაწილში, სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით,  როგორც სააგენტო „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, გარდაიცვალა 13 ადამიანი, რამდენიმე დაშავდა.

21:36

ირანის დედაქალაქში, თეირანში აფეთქება მოხდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო ISNA ავრცელებს.

წინასწარი ცნობებით, აფეთქება სამედიცინო ცენტრში მოხდა. ადგილზე მეხანძრეები იმყოფებიან.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system