თავში

თეირანში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

თეირანში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
თეირანში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ირანის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

გამოცემის ცნობით, აფეთქება გვიან ღამით თეირანის უნივერსიტეტის მახლობლად მდებარე ოთხსსართულიან შენობაში მოხდა, სადაც  ქაღალდი და წიგნები ინახებოდა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრეებმა სამი კაცი და ქალი გადაარჩინეს, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system