თავში

ტეხასის შტატში აბორტი კანონით აიკრძალა

ტეხასის შტატში აბორტი კანონით აიკრძალა
ტეხასის შტატში აბორტი კანონით აიკრძალა

აშშ-ში, ტეხასის შტატში აბორტის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში ოფიციალურად შევიდა. ამის შესახებ BBC წერს.

კანონის თანახმად იკრძალება აბორტის გაკეთბა ორსულობის დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგ. ვინაიდან, სწორედ ორსულობის დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგ იწყებს ნაყოფი გულისცემას.

კანონი, ერთადერთ გამონაკლისს უშვებს, როდესაც ნაყოფი საფრთხეს უქმნის დედის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამასთან, დაშვებული იქნება ინცესტით ან გაუპატიურებით გამოწვეული ორსულობის შეწყვეტაც. 

ხოლო, ყველა სხვა შემთხვევაში აბორტი აკრძალულია და ჯარიმა 10 000 დოლარს შეადგენს.

კანონს, რომელსაც „გულისცემის აქტს“ უწოდებენ, ტეხასის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა, მიმდინარე წლის მაისში მოაწერა.

აბორტის ამკრძალავი აქტი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დაგმო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system