თავში

ტეხასის შტატში საპროტესტო აქციაზე სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ტეხასის შტატში საპროტესტო აქციაზე სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ტეხასის შტატში საპროტესტო აქციაზე სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ტეხასის შტატში ანტირასისტულ აქციაზე მომხდარ სროლას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ განცხადებას ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ოსტინში გამართულ აქციაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი პიროვნება დაიჭრა. დაზარალებული მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები და არეულობები შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნების რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შედეგად აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელმა ფლოიდს ხელბორკილი დაადო და სახე გზის სავალ ნაწილზე მიაბჯენინა. ფლოიდი შველას ითხოვდა, ვინაიდან სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი დაკავებულია, ხოლო ოთხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system