თავში

ტეხასში მოხალისეებმა 3 ათასზე მეტი ზღვის კუ სიკვდილს გადაარჩინეს

ტეხასში მოხალისეებმა 3 ათასზე მეტი ზღვის კუ სიკვდილს გადაარჩინეს
ტეხასში მოხალისეებმა 3 ათასზე მეტი ზღვის კუ სიკვდილს გადაარჩინეს

ტეხასის სანაპირო ზოლში მდებარე სამხრეთ პადრეს კუნძულის სანაპიროებიდან ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ათასობით ზღვის კუ სიკვდილს გადაარჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანი თავად ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დარჩა, ზღვის ბინადრებს სიცოცხლე მაინც შეუნარჩუნეს.

რამდენიმედღიანი რეკორდულად დაბალი ტემპერატურის შემდეგ, რამაც დააზიანა ინფრასტრუქტურა და გაყინა წყლის მილები, ტეხასის ხელისუფლებამ 7 მილიონ ადამიანს მოუწოდა, რომ ონკანის წყალი მიღებამდე წამოადუღონ.

მოხალისეებმა 3 500-ზე მეტი ზღვის კუ ადგილობრივ კონგრესთა ცენტრში მიიყვანეს, სადაც მათ თავშესაფარს მოუძებნიან, იქამდე, სანამ წყლის ტემპერატურა 15 გრადუსზე მაღლა არ აიწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system