თავში

ტეხასში რბოლის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა - VIDEO

​ტეხასში რბოლის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა
ტეხასში რბოლის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა - VIDEO

აშშ-ის შტატ ტეხასში, რბოლის დროს, ავტომობილი ხალხში შევარდა. ინციდენტის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი KVIA ABC-7 News ავრცელებს.

"წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ დაუდგენელი მიზეზით ერთ-ერთი მანქანა ტრეკიდან გადავიდა და ღობე გაანგრია. ავარიის შედეგად სხვა სამი ავტომობილიც დაზიანდა", - აღნიშნულია ოლქის შერიფის განცხადებაში.

ინციდენტის შედეგად დაზარალებული 8 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, აქედან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system