თავში

თელ-ავივში ისევ საჰაერო განგაშის სისტემები ამოქმედდა

​თელ-ავივში ისევ საჰაერო განგაშის სისტემები ამოქმედდა
თელ-ავივში ისევ საჰაერო განგაშის სისტემები ამოქმედდა

თელ-ავივში ისევ საჰაერო განგაშის სისტემების ხმა ისმის. ამის შესახებ თვითმხილველები სოციალურ ქსელებში წერენ. ქალაქის თავზე ჰაერში აფეთქებების ხმა ისმის.

The Times of Israel-ის ინფორმაციით, სირენების ხმა ისმის ბეერ-შევაში, აშკელონსა და ნათაფში.

მანამდე ისრაელის თავდაცვის არმიის პრესმდივანმა, იონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ ქვეყანა ღაზას სექტორში ღაზას სექტორში შესაძლო სახმელეთო შეჭრის გეგმებს დასამტკიცებლად წარუდგენენ.

ამასთან, ქვეყნის რამდენიმე ქალაქი არეულობებმა მოიცვა. არაბები და ებრაელები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. მოვლენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა.

"ის, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის ქალაქებში ხდება, მიუღებელია. არაფერი ამართლებს არც ებრაელების მიერ არაბების ლინჩის წესით გასამართლებას და არც არაბების მიერ ებრაელების ლინჩის წესით გასამართლებას“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელსა და ჰამასს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება პიკს აღწევს და საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გავიდეს.

ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა. შეტევის შედეგად ცხრასართულიანი შენობა დაინგრა და 35 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“ თელ-ავივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმა ქალაქ ლოდზეც განხორციელდა. დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი შვიდი წლის გოგონაა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა.

ისრაელის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ღაზას სექტორში რადიკალების ყველა გვირაბი არ იქნება განადგურებული.

პალესტინის ჯგუფებმა 11 მაისს ისრაელის ქალაქ აშდოდის დაბომბვა დღის 13:00 საათზე დაიწყეს.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად, თელ-ავივის მახლობლად, ქალაქ რიშონ ლეციონში ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი.

ისრაელის არმიამ დანაყოფების გასაძლიერებლად 5000 რეზერვისტი გამოიძახა.

თელ-ავივში, სარაკეტო იერიშებისგან თავდასაცავად, მოქალაქეებისთვის თავშესაფრები გახსნეს. თუმცა, ამ ეტაპზე თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები არ განხორციელებულა.

11 მაისის ღამით დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. აქედან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system