თავში

თელ-ავივში ქალების დამცავი აპლიკაცია გააქტიურდა

​თელ-ავივში ქალების დამცავი აპლიკაცია გააქტიურდა
თელ-ავივში ქალების დამცავი აპლიკაცია გააქტიურდა

ისრაელში, თელ-ავივის ქუჩებში მარტო მყოფი ქალების დასაცავად მობილური აპლიკაცია ამოქმედდა. ტექნოლოგიური სიახლე მერიის მხარდაჭერით თელ-ავივის უნივერსიტეტში შექმნეს. მისი იდეა, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მარტოხელა ქალების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაა.

აპლიკაციის იდეა მის ერთ-ერთ შემქმნელ ქალს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ის საკმაოდ სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდა. ნეთა შრაიბერი ერთ საღამოს მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა. მოულოდნელად მისი ერთ-ერთი მეგობარი გოგონა სადღაც გაუჩინარდა. ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ წვეულების ასევე სტუმარი მამაკაცების ჯგუფი მის გაუპატიურებას აპირებდა.

მერის მრჩევლის განცხადებით, ახალი მობილური აპლიკაცია ასეთი სიტუაციის შექმნას არ დაუშვებდა. მას კავშირის რამდენიმე ფუნქცია აქვს, რომლითაც ქალს სხვა ქალებთან დაკავშირება და დახმარების თხოვნა შეუძლია.

აპლიკაცია თელ-ავივში მცხოვრები ქალების მონაცემთა ბაზას შეიცავს. მათი ნაწილი დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით სპეციალურ მომზადებას გაივლის.

მეორე ფუნქცია, ასევე კავშირის ფუნქციაა, რომლის საშუალებითაც, პოტენციურ მსხვერპლს, სახიფათო ვითარებაში აღმოჩენისთანავე უახლოესი 500 მეტრის რადიუსში მცხოვრებ სამ ქალთან დაკავშირება და დახმარების თხოვნა შეეძლება. აპლიკაცია ავტომატურად ადგენს ქალის ადგილსამყოფელს.

მესამე ფუნქცია გოგონებს მათ მიერ შერჩეულ სამ კანდიდატთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს. აპლიკაციის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ტექნოლოგია ქალებს არა მარტო სოციალური დევნისგან და მოძალადეებისგან, არამდე მძარცველებისგანაც დაიცავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system