თავში

თელ-ავივში ხალხმრავალი საპროტეტო აქციები მიმდინარეობს

თელ-ავივში ხალხმრავალი საპროტეტო აქციები მიმდინარეობს
თელ-ავივში ხალხმრავალი საპროტეტო აქციები მიმდინარეობს

ისრაელში, თელ-ავივში 10 000 ადამიანზე მეტი მთავრობის მხრიდან კორონავირუსის ეპიდემიაზე არასწორ რეაგირებას აპროტესტებს. 

ძირითადად, მომიტინგეები თვითდასაქმებული და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ფინანსურ დახმარებას მოითხოვდნენ.

მარტში დაწესებული მკაცრი კარანტინის შემდეგ, ისრაელში უმუშევრობა 21 პროცენტით გაიზარდა. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, პრემიერ-მინისტრმა ხელახლა დააწესა ახალი შეზღუდვები, რის გამოც ბიზნესი კვლავ გაჩერდა. 

პროტესტს დაპირისპირებები მოჰყვა. მომიტინგეებმა ქუჩები გადაკეტეს და თავს დაესხნენ სამართალდამცავებს. პოლიციამ აქციის 20 მონაწილე დააკავა.

ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში COVID-19  37,4 ათას ადამიანს დაუდასტურდა,  დაიღუპა 354 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system