თავში

ტელეფონის კამერამ სულის სხეულიდან გამოსვლის მომენტი დააფიქსირა? - VIDEO

​ტელეფონის კამერამ სულის სხეულიდან გამოსვლის მომენტი დააფიქსირა?
ტელეფონის კამერამ სულის სხეულიდან გამოსვლის მომენტი დააფიქსირა? - VIDEO

ფილიპინებში შემაძრწუნებელი ფაქტი დაფიქსირდა. ქალი ამტკიცებს, რომ მომაკვდავი მამაკაცის სხეულიდან სულის გამოსვლის მომენტი მან ვიდეოზე აღბეჭდა. ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

შემთხვევა დავაო დელ ნორტეს პროვინციაში მოხდა. შანელ გუიტერეზის თქმით მამაკაცი მდინარეში ძაღლის გადარჩენას ცდილობდა. მან ცხოველი უსაფრთხო ადგილას გაიყვანა, თუმცა თავად მდინარის დინებამ ისევ წლის სიღრმეში ჩაითრია, საიდანაც გამოსვლა ვეღარ შეძლო. ირგვლივ შეკრებილმა ხალხმა როდესაც შენიშნა, რომ მამაკაცი კარგა ხანს აღარ გამოჩნდა, ადგილზე მაშველები გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შანელ გუიტერეზი ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. მისი თქმით, მან მოულოდნელად მდინარის ზედაპირზე ადამიანის სილუეტის მსგავსი კვამლი შენიშნა. ქალი ვარაუდობს, რომ მან სწორედ იმ მომენტში, როდესაც მამაკაცი დაიხრჩო, მისი სული სხეულს გაეყარა, წლის ზედაპირზე გაიარა და წავიდა. ვიდეოკადრების ნახვისას შანელს ჰკითხეს, გადაღებისას რედაქტირების პროგრამა ხომ არ გამოიყენა. მან უპასუხა, რომ კამერამ აღბეჭდა ის, რაც დაინახა.

"მე ვიცი, ეს მისი სული იყო. როდესაც ამ კადრებს ვუყურებ, ტანში მბურძგალვს", - განაცხადა შანელმა. 

მისი თქმით ეს უკვე მესამე ადამიანია, რომელიც ამ მდინარეში დაიხრჩო. 

Spooky moment 'man's soul leaves his body' caught on video after he drowns in Filipino river

THIS is the spooky moment a woman claims she saw the soul of a man leave his body as he drowned in a river. Shanel Guiterrez claimed she saw the man's spirit emerge and walk over the water in the Philippines on November 21.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system