თავში

Telegraph: დაავადება, რომლის დროსაც COVID-19-ით გარდაცვალების რისკი ორმაგდება

Telegraph: დაავადება, რომლის დროსაც COVID-19-ით გარდაცვალების რისკი
Telegraph: დაავადება, რომლის დროსაც COVID-19-ით გარდაცვალების რისკი ორმაგდება

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერების განცხადებით, თირკმლის დაავადებების დროს კორონავირუსით გარდაცვალების რისკი ორჯერ იზრდება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph წერს.

ექსპერტებმა  372 ინფიცირებული პაციენტის მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც ლონდონისა და ბირმინგემის ოთხი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში იყვენენ მოთავსებულები. 216 პაციენტს თირკმლის პრობლემები ჰქონდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, რომლებსაც ამავდროულად თირკმლის პრობლემები ჰქონდათ, 107 პაციენტი გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებული 156 ადამიანიდან, რომლებსაც თირკმლის პრობლემები არ აღენიშნებოდათ მხოლოდ 32 მათგანი გარდაიცვალა. 

ცნობისთვის, ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსითა და გრიპით დაავადებულ პაციენტებში გარდაცვალების რისკი დაახლოებით ექვსჯერ იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system