თავში

ტელევიზორი, რომლის გამოც წელიწადნახევრის განმავლობაში სოფელს ინტერნეტი არ ჰქონდა

​ტელევიზორი, რომლის გამოც წელიწადნახევრის განმავლობაში
ტელევიზორი, რომლის გამოც წელიწადნახევრის განმავლობაში სოფელს ინტერნეტი არ ჰქონდა

ბრიტანეთის სოფელ აბერჰოსანში, რომელიც უელსში მდებარეობს, ტელევიზორმა კავშირგაბმულობის სერიოზული პრობლემები შექმნა. ადგილობრივი მოსახლეობა წელიწადნახევრის განმავლობაში ინტერნეტით ვერ სარგებლობდა, ამაში დამნაშავე კი ტელევიზორი აღმოჩნდა. ამის შესახებ BBC წერს.

ყოველ დილით ინტერნეტი სოფელში დილის 7 საათზე ითიშებოდა. ინჟინრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ დროს "ელექტროდაბრკოლების დიდი ტალღა" ფიქსირდებოდა. ეს კი მოსახლეობას დიდ დისკომფორტს უქმნიდა.

აღმოჩნდა, რომ ყველაფერში დამნაშავე მეორადი ტელევიზორი იყო, რომელსაც ყოველ დილით სოფლის ერთ-ერთი ბინადარი რთავდა.

ინჟინრების თქმით, მასში დამონტაჟებული ელექტრონული კომპონენტი მაღალგამტარიან კავშირზე ზემოქმედებას აღწევდა და შეფერხებებს იწვევდა.

ტელევიზორის მფლობელებმა პირობა დადეს, რომ მას აღარ ჩართავდნენ, სოფლის მოსახლეობა კი ინტერნეტით ახლა მშვიდად სარგებლობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system