თავში

ტერაქტებთან დაკავშირებით მაკრონი თავდაცვის საბჭოს სხდომას გამართავს

​ტერაქტებთან დაკავშირებით მაკრონი თავდაცვის საბჭოს სხდომას გამართავს
ტერაქტებთან დაკავშირებით მაკრონი თავდაცვის საბჭოს სხდომას გამართავს

საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხვალ ეროვნული თავდაცვის საბჭოს რიგგარეშე სხდომას გამართავს. ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან კასტექსმა გააკეთა.

დანით შეიარაღებული პირი დღეს დილით ნიცას ცენტრში ტაძრის მრევლს დაესხა თავს. სამი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაიჭრა. ტერორისტმა ერთ-ერთ დაღუპულ ქალს თავი მოჰკვეთა. თავდამსხმელი დააკავეს. გამოძიებაში საფრანგეთის ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურა მონაწილეობს. ნიცას შეტევიდან ორ საათში, საფრანგეთის ქალაქ ავინიონში, დანით შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში გამვლელებს ემუქრებოდა. პოლიციელებზე თავდასხმის მცდელობისას იგი მოკლეს. დღესვე, საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში 40 წლამდე მამაკაცი საფრანგეთის საკონსულოში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს დაესხა თავს. იგი ადგილზევე დააკავეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system