თავში

Tesla-ს ავტომობილის სისტემამ ცარიელ სასაფლაოზე ადამიანის სილუეტი დააფიქსირა - VIDEO

Tesla-ს ავტომობილის სისტემამ ცარიელ სასაფლაოზე ადამიანის სილუეტი დააფიქსირა - VIDEO
Tesla-ს ავტომობილის სისტემამ ცარიელ სასაფლაოზე ადამიანის სილუეტი დააფიქსირა - VIDEO

ჩამონტაჟებული ავტოპილოტის ფუნქციით აღჭურვილმა, Tesla-ს ავტომობილმა ცარიელ სასაფლაოზე ადამიანის სილუეტი დააფიქსირა.

ავტომანქანის მფლობელის გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ბორტკომპიუტერმა გამოავლინა და აჩვენა, რომ სილუეტი დგას მანქანის გვერდით. შემდეგ ანტიკორექციულმა სისტემამ აჩვენა, რომ სილუეტი გადავიდა მანქანის საწინააღმდეგო მიმართულებით და გაქრა. მძღოლი თავად ირწმუნება, რომ იგი მარტო იყო სასაფლაოზე.

ვიდეომ მომხმარებლების ინტერესი გამოიწვია. კომპიუტერის აშკარა შეცდომის გარდა, მათ გამოხატეს ვერსია, რომ ტექნოლოგიებმა საბოლოოდ მიაღწიეს სხვა სამყაროს.

ვიდეოს ავტორს Twitter-ის მომხმარებლებმა იმავე ადგილზე დაბრუნება და სილუეტის ხელახლა ჩვენება სთხოვეს, თუმცა მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით ცოტათი შეშინებულია, მაგრამ ამ საკითხზე ფიქრობს.

Tesla-ს წარმომადგენლებს ვიდეოს შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system