თავში

Tesla-ს ჩიპების მწარმოებელი ქარხნის ყიდვა სურს - FT

Tesla-ს ჩიპების მწარმოებელი ქარხნის ყიდვა სურს - FT
Tesla-ს ჩიპების მწარმოებელი ქარხნის ყიდვა სურს  - FT

ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla მიკროსქემების მწარმოებელი ქარხნის ყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. საკუთარი ქარხანა კომპანიას ჩიპების გლობალური დეფიციტის დაძლევაში დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია Financial Times ავრცელებს.

მისი ცნობით, Tesla სამხრეთ კორეის, აშშ-ისა და ტაივანის დარგობრივ ოპერატორებთან ჩიპების ავანსად შესყიდვის საშუალებას განიხილავს, რათა მომავალში მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გქონდეს.

Financial Times წერს, რომ ელექტრომობილების წარმოებისთვის Tesla-ს ახალი თაობის მიკროსქემები სჭირდება. უმეტესობა ტაივანში და სამხრეთ კორეაში მხადდება, თუმცა ბოლო დროს მათი შოვნა სულ უფრო რთული ხდბეა.

"საკუთარი ფაბრიკის ყიდვა კომპონენტების დეფიციტის დაძლევას დაეხმარება, თუმცა მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციებს საჭიროებს", - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთ ნაბიჯზე ბევრი ავტომწარმოებელი ფიქრობდა, თუმცა ფაბრიკის ფასი იმდენად დიდია, რომ ისინი ამაზე უარს ამბობდნენ და ბაზარზე არსებულ მომწოდებლებს ისევ კლიენტების სახით უბრინდებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system