თავში

ინციდენტს ტესლას მონაწილეობით მსხვერპლი მოჰყვა

ინციდენტს ტესლას მონაწილეობით მსხვერპლი მოჰყვა
ინციდენტს ტესლას მონაწილეობით მსხვერპლი მოჰყვა

კალიფორნიის შტატ ფონტანას ავტომაგისტრალზე ტესლას ელექტროავტომობილი ნახევრად მისაბმელიან მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ CBS Los Angeles ავრცელებს.

თავდაპირველად, ნახევარმისაბმელიანი მანქანა ავტომაგისტრალზე გადაბრუნდა და გამვლელი ავტომობილის მძღოლმა დახმარების მიზნით გააჩერა, რა დროსაც ტესლას ელეტრომანქანა მას დაეჯახა.

ელექტრომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სატვირთო მანქანის მძღოლი და და მგზავრი სერიოზული დაზიანებებით ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინციდენტის გამო, ავტომაგისტრალი რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system