თავში

თეთრ სახლში შიდა ექსტრემიზმთან ბრძოლის გეგმებზე ისაუბრეს

​თეთრ სახლში შიდა ექსტრემიზმთან ბრძოლის გეგმებზე ისაუბრეს
თეთრ სახლში შიდა ექსტრემიზმთან ბრძოლის გეგმებზე ისაუბრეს

თეთრმა სახლმა შიდა ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლის გეგმა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hill ავრცელებს.

გეგმა სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთქმედების გაძლიერების, ასეთი ორგანიზაციების მიერ გადაბირების პრევენციის ზომებს, ასევე სოციალურ ქსელებში შეტყობინებების უფრო დეტალურ ანალიზს ითვალისწინებს. გარდა ამისა, იგეგმება იარაღზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება, რათა მასობრივი სროლის პრევენცია მოხდეს.

"ჩვენ ამ საფრთხეზე თვალს არ დავხუჭავთ", - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმის წინასიტყვაობაში.

ამ გეგმას წინ უსწრებდა ამერიკული სპეცსამსახურების ანგარიში, რომელიც მარტში გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ "თეთრი რასის უპირატესობის მომხრეები", ასევე "სხვადასხვა მილიტარიზებული ფორმირებები" შიდა ტერორიზმის თვალსაზრისით ყველაზე დიდი საფრთხეს წარმოადგენენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system