თავში

თეთრ სახლში ვაქცინაცია მიმდინარეობს

​თეთრ სახლში ვაქცინაცია მიმდინარეობს
თეთრ სახლში ვაქცინაცია მიმდინარეობს

აშშ-ში თეთრი სახლის ასობით თანამშრომელს უკვე ჩაუტარდა ვაქცინაცია. მათი უმეტესობა ადმინისტრაციის ის თანამშრომელია, რომელთაც უშუალოდ თეთრი სახლის ტერიტორიაზე უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. ისინი ვაქცინაციის პრიორიტეტულ სიაში იყვნენ.

პარალელურად დაიწყო ადმინისტრაციის იმ თანამშრომელთა აცრა, ვინც დისტანციურად მუშაობს. ამერიკული მედიის ცნობით, თეთრის სახლის ყველა თანამშრომლის ვაქცინაცია უახლოეს კვირებში დასრულდება.

თავად პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაქცინის პირველი დოზა 21 დეკემბერს, მეორე კი 11 იანვარს მიიღო. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ორივე ეტაპი ასევე გავლილი აქვს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system