თავში

თეთრი სახლი: აშშ-ის ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო

თეთრი სახლი: აშშ-ის ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო
თეთრი სახლი: აშშ-ის ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო

აშშ-ს ეკონომიკამ ახალი კოროვირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული ზიანისგან აღდგენა დაიწყო და ეს პროცესი სავარაუდოდ  უახლოეს თვეებში კიდევ უფრო დაჩქარდება. ამის შესახებ CNN-თან საუბრისას თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ლარი კუდლოუმ განაცხადა.

”ქვეყნის ეკონომიკა ახლა აღდგენის ეტაპზეა,” - განაცხადა კუდლოუმ. 

როგორც ტრამპის მრჩეველმა აღნიშნა, ”დიდი ალბათობაა”, რომ ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა სწრაფად აღდგება.  კუდლოუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წლის მეორე ნახევარში, შესაძლოა, ეკონომიკის 20 პროცენტიანი ზრდა და უმუშევართა რაოდენობის შემცირება დაფიქსირდეს.

მისი თქმით, ამას ”ბევრი დადებითი ნიშანი” განაპირობებს, მათ შორის, უმუშევრობის დონის შემცირება, ასევე გაყიდვების ზრდა.

კუდლოუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა უნდა გააგრძელოს  შეზღუდვების მოხსნის პროცესი, რადგან ერთადერთი სწორი გზა სწორედ ეს არის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system