თავში

თეთრი სახლი განცხადებას აქვეყნებს

თეთრი სახლი განცხადებას აქვეყნებს
თეთრი სახლი განცხადებას აქვეყნებს

თეთრი სახლი მოძრაობა „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გმობს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

თეთრი სახლის პრესმდივნი, ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს, თავი დაიცვას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიემინ ნეთანიაჰუმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. წერს გამოცემა The Times of Israel.

"ამის საფასურს "ჰამასი" სიცოცხლეებით გადაიხდის", - განაცხადა ბენიემინ ნეთანიაჰუმ. 

პრემიერმა ისრაელებს მოუწოდა, დაიცვან ყველა უსაფრთხოების ინსტრუქცია, რომელიც ხელისუფლებამ გასცა.

თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განციმ განაცხადა, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა.

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system