თავში

თეთრი სახლი ჯანმო-ს ანგარიშის მიმართ "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავს

თეთრი სახლი ჯანმო-ს ანგარიშის მიმართ "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავს
თეთრი სახლი ჯანმო-ს ანგარიშის მიმართ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს

თეთრმა სახლმა ჩინეთს მოუწოდა COVID-19-ის თავდაპირველი შემთხვევების შესახებ დაუმუშავებელი მონაცემები გამოაქვეყნოს. თეთრი სახლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ადმინისტრაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მომზადებულ ანგარიშებთან დაკავშირებით ”ღრმა შეშფოთებს გამოხატავს".

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ COVID-19-ის წარმომავლობის შესახებ ჯანმო-ს ანგარიში აუცილებელია, დამოუკიდებელად და "ჩინეთის მთავრობის შესწორებების" გარეშე მომზადდეს.

ტრამპის ადმინისტრაცია ვარაუდობდა, რომ ვირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელდა, რასაც პეკინი კატეგორიულად უარყოფდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ყველა ჰიპოთეზა ჯერჯერობით ღიად რჩება.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსით ინფიცირებული ადრეული შემთხვევებისა და პირველი ინფიცირებულების მონაცემების მიწოდებაზე უარი განუცხადა.

ჩინეთში, ქალაქ უჰანში, ჯანმო-ს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი 14 იანვარს ჩავიდა. მათ ზღვის პროდუქტების ბაზრობა და სამედიცინო დაწესებულებები მოინახულეს და აღებული ნიმუშების შესასწავლად ჟენევაში დაბრუნდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system