თავში

თეთრი სახლი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს

თეთრი სახლი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს
თეთრი სახლი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს

თეთრი სახლის პრესმდივანის, ჯენ ფსაკის განცხადებით, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება. 

"ეს მიმდინარე პროცესია. როგორც მოგეხსენებათ, ეს პროცესი მოიცავს, არა მხოლოდ მისი (რუსეთის) 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას, არამედ, სამხედროებსა და SolarWinds-ზე თავდასხმასაც", - ვკითხულობთ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჯენ ფსაკის განცხადებით, საუბარია რუსეთის მიერ ამერიკის სახელმწიფო უწყებებზე კიბერშეტევების განხორციელებაში. ასევე რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობის საქმის გამოც განიხილავენ.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, მიუხედავად სანქციებისა, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების არსებობისთვის კვალავაც სერიოზულ საფრთხედ რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system