თავში

თეთრი სახლის აპარატის უფროსმა ტრამპის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა

თეთრი სახლის აპარატის უფროსმა ტრამპის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა
თეთრი სახლის აპარატის უფროსმა ტრამპის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც კორონავიუსით დაინფიცირდა საავადმყოფოდან გაწერეს და თეთრს სახლში თავს კარგად გრძნობს. მას თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გადასვლა სურს. განაცხადა თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელმა, მარკ მედოუსმა.

"ის განაგრძობს მუშაობას. ის ძალიან კარგად გრძნობს თავს, ჩვენ მოხარულები ვართ მისი წინსვლით. მას გუშინ უნდოდა თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გადასვლა. თუ ის გადაწყვეტს, რომ იქ წავიდეს, ჩვენ ოვალურ ოფისში, არამარტო პირადი დამცავი აღჭურვილობა, არამედ ვენტილაციის აპარატიც გვაქვს, მისი იქ წასვლა უსაფრთხო იქნება", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეკონომიკური საკითხების მრჩევლის, ლარი კუდლოუს განცხადებით, პრეზიდენტი ოვალურ ოფისში წინა დღესაც კი
უსაფრთხოების ზომების დაცვით შევიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system