თავში

თეთრი სახლის ევაკუაციის სავარაუდო მიზეზი ცნობილია

​თეთრი სახლის ევაკუაციის სავარაუდო მიზეზი ცნობილია
თეთრი სახლის ევაკუაციის სავარაუდო მიზეზი ცნობილია

თეთრი სახლისა და კაპიტოლიუმის ევაკუაციის მიზეზი, შესაძლოა, ფრინველები ყოფილიყო. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ევაკუაცია გუშინ, 26 ნოემბერს გამოცხადდა. სპეცსამსახურებმა შენობების თავზე, საჰაერო სივრცეში რადარებზე ობიექტი დააფიქსირეს. გამოცხადდა განგაში, რომლის დროს აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები იყო მობილიზებული.

დაახლოებით ნახევარ საათში, განგაში მოიხსნა და თანამშრომლები შენობებში შევიდნენ.

CNN-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალები განიხილავენ ვერსიას, რომლის მიხევდით რადარებზე ფრინველები დაფიქსირდა, ვინაიდან "ობიექტი" ნელა გადაადგილდებოდა, შემდეგ კი ჰაერში გაიფანტა. ამ ვერსიას აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებშიც ემხრობიან, რადგან აფრენილი ავიაგამანადგურებლების პილოტებმა ჰაერში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system