თავში

The Guardian: ბეზოსის ტელეფონზე ჰაკერულ თავდასხმაში საუდელი პრინცია გარეული

​The Guardian: ბეზოსის ტელეფონზე ჰაკერულ თავდასხმაში საუდელი პრინცია გ
The Guardian: ბეზოსის ტელეფონზე ჰაკერულ თავდასხმაში საუდელი პრინცია გარეული

კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელის, ჯეფ ბეზოსის მობილურ ტელეფონზე ჰაკერული თავდასხმა მავნე ფაილის მეშვეობით განხორციელდა, რომელიც მას საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბენ სალმანმა გაუგზავნა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის წყაროები აცხადებენ, რომ ჯაშუშური პროგრამა ბეზოსის ტელეფონში სავარაუდოდ 2018 წლის მაისში გაჩნდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის პრინცმა ფაილი მას მესენჯერ WhatsApp-ით გაუგზავნა.

The Guardian-თან საუბარში ისინი ამბობენ, რომ შედეგად კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელის ტელეფონში ჰაკერებმა ფაილების უზარმაზარი რაოდენობასთან წვდომა მოიპოვეს.

პუბლიკაციას საუდის არაბეთში გამოეხმაურნენ. ერ-რიადის თქმით, ბრალდება აბსურდულია.

"ჩვენ ამ განცხადებების გამოძიებისკენ მოვუწოდებთ, რათა ყველა ფაქტთან წვდომა მოვიპოვოთ", - ნათქვამია აშშ-ში საუდის არაბეთის საელჩოს განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system