თავში

"The Last of Us“ თამაშის სერიალის საცდელი ვერსია მუშავდება

​"The Last of Us“ თამაშის სერიალის საცდელი ვერსია მუშავდება
The Last of Us“ თამაშის სერიალის საცდელი ვერსია მუშავდება

Discussing Film-სთან მიცემულ ინტერვიუში, „ჩერნობილის“ მინი სერიალის რეჟისორმა, იოჰან რენკმა განაცხადა, რომ ის კვლავ კრეიგ მეიზინთან, ამჯერად "The Last of Us" თამაშის ეკრანულ ვერსიაზე იმუშავებს. მისივე თქმით, იგი აღმასრულებელი პროდიუსერის ფუნქციებს ითავებს და საპილოტე ეპიზოდის გადაღებისას რეჟისორის სავარძელს მოირგებს.

კომპანია “Naughty Dog”-ის მიერ “Sony PlayStation”-ისთვის შემუშავებული "The Last of Us"-ის მეშვეობით, პოსტ-აპოკალიფსური მომავლის შესახებ მოგვითხრობს, რომლის დროსაც სამყარო გლობალურ პანდემიას გადაურჩა. იგი კორდიცეპსის სოკოს მუტაციამ გამოიწვია, რომელიც ინფიცირებულებს აგრესიულ ზომბებად აქცევდა.

მარტოხელა შრომისმოყვარე ჯოელი, რომელიც თავს შემთხვევით მიღებული შემოსავლით ირჩენდა, საკარანტინო ზონიდან 14 წლის ელის გადაყვანისთვის დაიქირავეს. თუმცა, ჩვეულებრივი დავალება მალე გადარჩენისთვის სარისკო ბრძოლაში გადაიზრდება, რომლის შედეგზეც დარჩენილი კაცობრიობის ბედი იქნება დამოკიდებული.

სერიალი პირველი თამაშის სიუჟეტზე იქნება დაფუძნებული, რომელიც გაყიდვაში 19 ივნისს ჩაეშვება. მეიზინი სცენარის ეკრანიზაციას, ორიგინალური თამაშის ავტორთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან, ნილ დრაკმანთან ერთად განახორციელებს.

პროექტი სტუდია Sony-ს სატელევიზიო განყოფილებამ, კინოკომპანია "PlayStation Productions"-თან ერთად შეიმუშავა. "The Last of Us" სერიალის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system