თავში

"The Roads Not Taken": ხავიერ ბარდემი და ელ ფენინგი მამა-შვილს თამაშობენ

"The Roads Not Taken": ხავიერ ბარდემი და ელ ფენინგი მამა-შვი
The Roads Not Taken: ხავიერ ბარდემი და ელ ფენინგი მამა-შვილს თამაშობენ

ახალი ფილმის, "The Roads Not Taken" თრეილერი ინტერნეტში გავრცელდა. სურათში მამა-შვილს ცნობილი მსახიობები ხავიერ ბარდემი და ელ ფენინგი თამაშობენ. მასზე რეჟისორმა სალი პოტერმა იმუშავა. მთავარ როლებს ასევე სალმა ჰაიეკი და ლორა ლინიც ასრულებენ.

ბარდემის გმირი, სახელად ლეო, ფსიქიკური აშლილობით იტანჯება, რის გამოც მთლიანად ფანტაზიებშია ჩაძირული და სულ იმაზე ფიქრობს, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, სხვა გზა რომ აერჩია. ის ერთ დღეს, ნიუ-იორკში თავის ქალიშვილთან, მოლისთან ერთად ატარებს, რომელსაც ელ ფენინგი თამაშობს.

ფილმის პრემიერა 23 აპრილს იგეგმება. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ბერლინის კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაშია ჩართული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system