თავში

The Telegraph - ბრიტანეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ნორმებს უარყოფს

The Telegraph - ბრიტანეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ნორმე
The Telegraph - ბრიტანეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ნორმებს უარყოფს

ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს უარი თქვას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ნორმების მნიშვნელოვან ნაწილზე. ბორის ჯონსონის ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ევროკავშირთან ახალი კონფლიქტი გამოიწვიოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph იუწყება. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ემზადება შეზღუდოს კანონმდებლობის მოქმედება იმ სფეროებში, სადაც, მათი მოსაზრებით, სასამართლო ხელისუფლებამ საკუთარ კომპეტენციას "გადააჭარბა".

საუბარია 1998 წლის ადამიანის უფლებათა აქტზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრულ ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ბრიტანულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციას ითვალისწინებს. ბრიტანეთის მხრიდან აღნიშნული ქმედება ძირითადად მიგრანტებს და ლტოლვილებს შეეხებათ. ისინი დაკარგავენ კანონის გამოყენების შესაძლებლობას, რათა თავიდან აიცილონ დეპორტაცია. მეორეს მხრივ, ბრიტანელი სამხედროები დაცულნი იქნებიან ბრალდებისგან, რომლებიც საქმიანობას საზღვარგარეთ საქმიანობას შეეხება.

ცნობისთვის, 2020 წლის 31 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა. ბრექსიტის შეთანხმების თანახმად, ქვეყანა ვალდებულია ისევ დაემორჩილოს ევროკავშირის კანონებს, თუმცა მათ მიღებაზე აღარანაირი გავლენა აღარ აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system