თავში

The Telegraph - Covid 19-თან ბრძოლაში ივანიშვილი მსოფლიოს ყველაზე მსხვილი დონორია

The Telegraph - Covid 19-თან ბრძოლაში ივანიშვილი მსოფლიოს ყველაზე მსხვილი დონორია
The Telegraph - Covid 19-თან ბრძოლაში ივანიშვილი მსოფლიოს ყველაზე მსხვილი დონორია

„ქარხნის ყოფილი მუშა მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემაThe Telegraph სტატიას. 

სტატიის ავტორი, კამილა ტომინეი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი - ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი COVID-19-თან ბრძოლაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი დონორია.

ავტორი აღნიშნავს, რომ 64 წლის მაგნატმა, რომლის ქონება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს, 30 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა გაიღო, რაც 3,9 მილიონიანი მოსახლეობის ქვეყნაში ერთ სულ მოსახლეზე 7.51 დოლარს შეადგენს, რის შედეგადაც, ივანიშვილი მსოფლიოს ყველა მსხვილი დონორია. 

„არიან მილიარდერები, რომლებმაც ქონების ტოლფასი თანხები გაიღეს მსოფლიოში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. მაგრამ მიუხედავად მსოფლიოს ზოგიერთი ფილანთროპის მიერ 6-7 ნიშნა შეწირულობისა, ერთ სულ მოსახლეზე შეფარდებით კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე მსხვილი თანხის შემტანი არის მილიარდერი, რომლის შესახებ თქვენ, ალბათ, არც კი გსმენიათ.

ბიძინა ივანიშვილი – ქართველი ბიზნესმენი და ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, COVID-19-თან ბრძოლაში სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი დონორია.

64 წლის მაგნატმა, რომლის ქონება (4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს, 30 მილიონი დოლარის ოდენობის შეწირულობა გაიღო, რაც 3,9 მილიონიანი მოსახლეობის ქართველზე ქვეყნაში სულ მოსახლეზე 7.51 დოლარს შეადგენს.

4 შვილის მამა, რომლის ერთ-ერთი ვაჟი – ბერა საქართველოში ცნობილი რეპერია, გახლავთ ქარხნის მუშის შვილი, რომელმაც ქონება რუსეთში პრივატიზაციის პერიოდში ბიზნესების შესყიდვისა და შემდეგ სარფიანი გაყიდვის შედეგად დააგროვა“ - წერს ავტორი

ავტორის თქმით, ერთ სულ მოსახლეზე გათვლებისა და შენატანების შესახებ Forbes-ის მონაცემების თანახმად, მეორე ადგილზეა ავსტრალიელი ბიზნესმენი ენდრიუ ფორესტი, მეტსახელად Twiggy, რომელმაც გაიღო 25,5 მილიონი დოლარი, ანუ 3,93 დოლარი სულ მოსახლეზე. 

მესამე ადგილზეა Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი, რომლის მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანი აშშ-ის სულ მოსახლეზე 3,01 დოლარია.

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა, რომელთა შენატანი 255 მილიონ დოლარს შეადგენს, სიაში მე-9 ადგილზე არიან. 

მათ მოყვება Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი და ტექნოლოგიური კომპანიის Dell Inc მფლობელი მაიკლ დელი 100-100 მილიონი დოლარით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system