თავში

The Washington Post: პრეზიდენტობის დროს ტრამპმა 20 ათასზე მეტჯერ იცრუა

​The Washington Post: პრეზიდენტობის დროს ტრამპმა 20 ათასზე მეტჯერ იცრუ
The Washington Post: პრეზიდენტობის დროს ტრამპმა 20 ათასზე მეტჯერ იცრუა

2017 წელს ინაუგურაციის მომენტიდან აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 ათასზე მეტი ცრუ განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ გაზეთი The Washington Post წერს. თავად გამოცემას ტრამპი "ფეიკ-ნიუსების" გავრცელებაში არაერთხელ ადანაშაულებდა.

გაზეთი წერს, რომ სხვადასხვა შიდა, თუ საგარეო თემაზე პრეზიდენტი ცრუ განცხადებების გაკეთების უფლებას აძლევდა თავს. The Washington Post-ის ცნობით, 1267 დღის განმავლობაში მან 20 055-ჯერ მოიყტუა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი ცრუ განცხადება აშშ-ის ეკონომიკას ეხება, რომელიც, ტრამპის აზრით, "ქვეყნის ისტორიაში ახლა ყველაზე საუკეთესოა".

ჟურნალისტების თქმით, ბოლო 14 თვის მანძილზე აშშ-ის პრეზიდენტი დღეში 12-ჯერ ცრუობდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system