თავში

პანდემია არ სუსტდება - ჯანმო-ს მთავარი მეცნიერი

პანდემია არ სუსტდება - ჯანმო-ს მთავარი მეცნიერი
პანდემია არ სუსტდება - ჯანმო-ს მთავარი მეცნიერი

დელტას ვარიანტის გავრცელების გამო, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს უმეტეს რეგიონებში იზრდება, რაც ცხადყოფს, რომ პანდემია არ იკლებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა Bloomberg-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჯანმო-ს მეცნიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაციის დონე ამცირებს მძიმე შემთხვევებს და ჰოსპიტალიზაციას, მსოფლიოს დიდ ნაწილს ჟანგბადის აპარატების ნაკლებობა აქვთ, საავადმყოფოებში საწოლების დეფიციტია და სიკვდილიანობა იზრდება.

”ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაახლოებით 500,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაახლოებით 9,300 ადამიანი გარდაიცვალა -  ეს არ არის პანდემია, რომელიც შენელებულია,” - აღნიშნა სვამინატანმა.

ჯანმო-ს ცნობით, ექვს რეგიონში შემთხვევები იზრდება და ორ კვირაში აფრიკაში სიკვდილიანობა 30%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი  სწრაფად გავრცელებადი დელტა ვარიანტი, ვაქცინაციის ნელი ტემპი და უსაფრთხოების ზომების მოდუნებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system