თავში

ტიგრაიში სექსუალური ძალადობა და დანაშაული გაიზარდა - გაერო

​ტიგრაიში სექსუალური ძალადობა და დანაშაული გაიზარდა - გაერო
ტიგრაიში სექსუალური ძალადობა და დანაშაული გაიზარდა - გაერო

გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის საკითხებში აცხადებს, რომ ეთიოპიის კონფლიქტურ რეგიონში - სექსუალური ძალადობის სერიოზული დანაშაულები გამოიკვეთა. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როდესაც ქალებისა და გოგონებისთვის მიუწვდომელია ჰუმანიტარული დახმარება, შიდსის საწინააღმდეგო მკურნალობა და მედიკამენტები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეიარაღებული პირები, დაშინებითა და ძალადობის მუქარით, ადამიანებს საკუთარი ოჯახის წევრების გაუპატიურებას აიძულებდნენ. ზოგ შემთხვევაში საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთების სანაცვლოდ ქალებსა და ბავშვებს სექსუალურ მომსახურებას აიძულებენ.

გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი პრამილა პატენი ტიგრაიში გაეროს წარმომადგენლებისა და ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაშვებას ითხოვს. მისი თქმით, სასტიკ მოპყრობასა და სექსუალურ ძალადობას ქვეყნის შიგნით დევნილთა ბანაკებშიც აქვს ადგილი.

ნოემბრიდან სისხლიანი კონფლიქტი მიმდინარეობს ეთიოპიის ჩრდილოეთით მდებარე ტიგრაის რეგიონში, რომელიც ერიტრეასა და სუდანს ესაზღვრება. ეთიოპიის ფედერალური ძალები ტიგრაის რეგიონულ ხელისუფლებას ებრძვიან. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტიგრაიმ რეგიონული ადმინისტრაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან - პრემიერ აბი აჰმედისთან შეთანხმების გარეშე აირჩია. ტიგრაის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ აბი აჰმედს არ დაემორჩილებიან და მის ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებს. ტიგრაის ერთთვიან კონფლიქტს უკვე ემსხვერპლა ათასობით ადამიანი და 950 000 პირი დევნილად იქცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system