თავში

TikTok ამერიკულ კომპანიებთან ხელშეკრულებას აფორმებს

TikTok ამერიკულ კომპანიებთან ხელშეკრულებას აფორმებს
TikTok ამერიკულ კომპანიებთან ხელშეკრულებას აფორმებს

BBC-ის ცნობით, TikTok ამერიკულ კომპანიებთან Oracle-სა და Walmart-თან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომლის ფარგლებშიც აშშ-ში დაფუძნებული საწარმოები ჩინული კომპანიის მოგებიდან 20%-ს მიიღებენ. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში TikTok-ს აშშ-ში თავისუფლად ოპერირება შეეძლება, ხოლო მის უსაფრთხოებას Oracle-ის სისტემა გააკონტროლებს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინური კომპანია ByteDance-ის კუთვინილი აპლიკაციის, TikTok-ის წილების ამერიკული კომპანიების მიერ შესყიდვა მოიწონა.

”გარიგებას ჩემი კურთხევა მივეცი, თუ ისინი ამას გააკეთებენ, ეს ძალიან კარგი იქნება, თუ არა - ამასაც არაუშავს...", - განაცხადა ტრამპმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system