თავში

Time: 2020 წელი - ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი

Time: 2020 წელი - ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი
Time: 2020 წელი - ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი

ამერიკულმა გამოცემა Time-მა, მომავალი ნომრის გარეკანზე, რომელიც 14 დეკემბერს გამოვა, 2020 წელი წითელი ჯვარით გადახაზა. "2020 წელი - ყველაზე ცუდი წელი" ვკითხულობთ გამოცემის გარეკანზე. 

შეერთებული შტატების ისტორიაში და მით უმეტეს, მსოფლიო ისტორიაში, რა თქმა უნდა იყო ცუდი წლები, მაგრამ ის რაც დღეს ხდება უმეტესობას მსგავსი რამ არ უნახავს. 100 წელზე მეტის უნდა იყოთ, რომ პირველი მსოფლიო ომი და 1918 წლის გრიპის პანდემია გახსოვდეთ; 90 წლის -  რომ ნათელი წარმოდგენა გქონდეთ დიდი რეპრესიებისა და ეკონომიკური კრიზისის შესახებ; და არანაკლებ 80 წლის - რომ გახსოვდეთ მეორე მსოფლიო ომი და მისი ტრაგედია", - წერს გამოცემა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 2020 წელს კაცობრიობა მოუმზადებელი შეხვდა. გასულმა წელმა მსოფლიოს მოუტანა, როგორც კორონავირუსის პანდემია, ასევე ბუნებრივი კატაკლიზმები.

"წითლად გადახაზული გარეკანი" გამოცემა Time-ის მრავალწლიან ტენდენციას წარმოადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system