თავში

თინეიჯერებმა წვეულება ელექტროგადამცემ ბოძზე გამართეს - PHOTO

​თინეიჯერებმა წვეულება ელექტროგადამცემ ბოძზე გამართეს
თინეიჯერებმა წვეულება ელექტროგადამცემ ბოძზე გამართეს - PHOTO

ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტში, სადაც კორონაპანდემიის გამო 15 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება, 100-მა თინეიჯერმა წვეულება ელექტროგადამცემ ბოძზე გამართა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მოზარდები გვერდიგვერდ, ყოველგვარი დისტანციის გარეშე ისხდნენ და ლუდს სვამდნენ.  ინფორმაციას Mirror ავრცელებს

პოლიციის გამოჩენისთანავე ისინი დაიფანტნენ და ტყეში გაიქცნენ. სამართალდამცავებმა მათი დაჭერა და სახლებში დაბრუნება სცადეს.

თვითმხილველის განცხადებით, თინეიჯერები ადგილზე საკუთარი მანქანებითა და ტაქსებით მივიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა წვეულების შესახებ იცოდნენ. ისინი ელექტროგადამცემ ბოძზე აცოცდნენ და სმა დაიწყეს. 

პოლიცია აცხადებს, რომ მიუხედავად ახალგაზრდული პროტესტისა, რაც საკარანტინო რეგულაციებისა და შეზღუდვების წინააღმდეგ არის მიმართული, მოზარდებიცა და მათი მშობლებიც უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ და შექმნილ გარემოებებს მეტი კეთილგონიერებით ეკიდებოდნენ.

ჩრდილოეთ ირლანდიაში ღამის 11 საათიდან ბარებში, ფაბებსა და რესტორნებში კომენდანტის საათია დაწესებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system