თავში

თინეიჯერმა მანქანის მართვა ცეცხლისგან თავის დაღწევის დროს ისწავლა - PHOTO

თინეიჯერმა მანქანის მართვა ცეცხლისგან თავის დაღწევის დროს ისწავლა - PHOTO
თინეიჯერმა მანქანის მართვა ცეცხლისგან თავის დაღწევის დროს ისწავლა - PHOTO

კალიფორნიელმა 14 წლის რუბენ ნავარეტმა მანქანის მართვა რთულ პერიოდში, ცეცხლისგან თავის დაღწევის დროს ისწავლა.

რუბენის ოჯახს კალიფორნიაში ხანძრის გავრცელების გამო ევაკუაციისთვის ორი დღე ჰქონდა. ამ მოკლე დროში ოჯახმა საჭირო ნივთების სახლიდან გატანა შეძლო. 

მათ ოჯახში სამი მანქანა იყო, ამიტომ რუბენს მანქანის მართვა აუცილებლად უნდა ესწავლა, რათა ოჯახს ცეცხლისგან თავი დაეღწია. ბიძამ 14 წლის რუბენს მანქანის მართვა თეორიულად ასწავლა.

როგორც არასრულწლოვანი ბიჭი ამბობს, მათ ოჯახში შუაღამისას საზარელი ზარი განხორციელდა - "ცეცხლი ახლოვდება, სახლი დაცალეთ". 

ზარის განხორციელების შემდეგ, რუბენის მამიდა, ბიძა, მისი სამი უმცროსი ბიძაშვილი და ინვალიდის ეტლში მჯდომი ძმა ოჯახის სამ მანქანაში გადანაწილდნენ. რუბენი ღამით, ავტომანქანით ციცაბო ვიწრო გზაზე მიდიოდა, მის უკან კი ცეცხლის გიგანტური ალები ფრიალებდა. ბიჭი საკუთარ თავს ეუბნებოდა, "უგულებელყავი ცეცხლი და ციცაბო კლდე გზის პირას". შეცდომების დრო არ იყო.

"მე ძალიან ვღელავდი, არ მინდოდა არსად გახედვა, რადგან ავარიის მეშინოდა", - განაცხადა 14 წლის რუბენმა.

ოჯახმა რთული გზა მშვიდობით გაიარა და ისინი წითელი ჯვრის დახმარებით 10 დღის განმავლობაში სასტუმროში დარჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system