თავში

ტინიტუსი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანია - მკვლევარები

ტინიტუსი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანია - მკვლევარები
ტინიტუსი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანია - მკვლევარები

ამერიკელი მკვლევარების მონაცემების თანახმად, ტინიტუსი ან ყურებში შუილი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მანიშნებელია.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყურებში რეგულარული შუილი ორგანიზმში B12 ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს. ის არა მხოლოდ პასუხისმგებელია ნერვული სისტემის მუშაობაზე, არამედ მონაწილეობს ერითროციტებისა და დნმ-ის წარმოებაში.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ B12-ის უკმარისობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მკლავებსა და ფეხებში ჩხვლეტა და დაბუჟება, კუნთების სისუსტე და რეფლექსების დაკარგვა.

ტინიტუსი არის სინდრომი, რომლის დროსაც სრულ სიჩუმეში ადამიანს ესმის ხმა. ამ დაავადების განკურნება ჯერჯერობით შეუძლებელია. თუმცა, მდომარეობის შესამსუბუქებლად არსებობს კონსერვატიული მეთოდები, როგორიცაა: წამლის თერაპია, ფიზიოთერაპია, რეფლექსოლოგია და სმენის აპარატები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system