თავში

"ტიუდორების" შემქმნელი "დიდი გეტსბის" მიხედვით სერიალს გადაიღებს

​"ტიუდორების" შემქმნელი "დიდი გეტსბის" მიხედვით სერიალს გადაიღებს
ტიუდორების შემქმნელი დიდი გეტსბის მიხედვით სერიალს გადაიღებს

სცენარისტი და პროდიუსერი მაიკლ ჰერსტი, რომელიც "თიუდორებისა" და "ვიკინგები" შემქმნელია, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის "დიდი გეტსბის" მიხედვით მინი-სერიალს გადაიღებს. პროექტის ერთ-ერთი კონსულტანტი მწერლის დიდი შვილთაშვილი ბლეიკ ჰაზარდი იქნება.

The Hollywood Reporter,-ის ინფორმაციით, ჰერსტის "დიდი გეტსბი" ყურადღებას გაამახვილებს ნიუ-იორკის 1920-იან წლების აფროამერიკულ საზოგადოებაზე. სერიალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იმ პერიოდის მუსიკა იქნება.

”ახლადელი მომენტი, როდესაც ამერიკა ცდილობს საკუთარი თავის ხელახლა შექმნას, იდეალურია ამ მარადიული ისტორიის სანახავად, მისი ცნობილი და საკულტო პერსონაჟების შესასწავლად გენდერის, რასისა და სექსუალური ორიენტაციის თანამედროვე გაგებით”, - განაცხადა ჰერსტმა.

შეგახსენებთ, რომ "დიდი გეტსბი" პირველი ეკრანიზაცია 1926 წელს მოხდა, მაგრამ ყველაზე პოპულარული 1974 წლის ფილმი რობერტ რედფორდის მონაწილეობით იყო. 2013 წელს ბაზ ლურმანმა "დიდი გეტსბი" ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით გადაიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system