თავში

თმის საღებავი სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს ზრდის

​თმის საღებავი სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს ზრდის
თმის საღებავი სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს ზრდის

თმის შესაღებად ქიმიური საღებავების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის მკერდის სიმსივნის რისკს. ამის მიზეზი ის მავნე ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმში თავის ქალიდან აღწევს. წინასწარი კვლევის შედეგები International Journal of Cancer-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერების განცხადებით, გარკევეული საღებავები კანცეროგენებს შეიცავს, რომლებიც ადამიანის ენდოკრინოლოგიურ სისტემაზე ახდენს გავლენას. ამ შემთხვევაში ყველაზე სახიფათო ე.წ. მუდმივი საღებავია, რომელიც ძირითადად იაფფასიან საღებავებში გვხვდება.

რისკის ჯგუფში ძირითადად ქალები შედიან, რადგან ისინი აქტიურად იღებავენ თმას და წელიწადში 4-ჯერ მაინც მოიხმარენ ქიმიურ საღებავებს. ექიმები აცხადებენ, რომ ეს ჯერჯერობით წინასწარი მონაცემებია, თუმცა ქალებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ექიმების რჩევით, კოსმეტიკაზე უარის თქმა აუცილებელი არაა, თუმცა, სასურველია ქიმიურ პრეპარატებზე დამზადებული პროდუქტები მოხმარებიდან ამოვიღოთ და ბუნებრივ მასალაზე დამზადებული კოსმეტიკა მოვიხმაროთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system